სასტუმრო ლილეო 2012 წლიდან მასპინძლობს როგორც ადიგილობრივ, ისე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსულ ვიზიტორებს. მესტიის ისტორიულ ნაწილში მდებარე სასტუმრო ყველა მხრიდან გარშემორტყმულია ულამაზესი მწვერვალებითა და ყველასთვის ცნობილი სვანური კოშკებით. მეგობრული და ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი წელიწადის ნებისმიერ დროს გულთბილად გიმასპინძლებთ. აქ ზამთარი სრიალის მოყვარულთათვისნამდვილი სამოთხეა. ზაფხულში შეგიძლიათ დაგეგმოთ ლაშქრობები, საცხენოსნო ტურები და მოინახულოთ სვანეთის საუცხოო ადგილები.
მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე სასტუმრო ლილეო მოგცემთ საუკეთესო რჩევებსა და რეკოენდაციებს, გაგაცნობთ სვანურ კულტურას, ისტორიასა და სამზარეულოს, შესაბამისად, თქვენი სვანური მოგზაურობა ნამდვილად დაუვიწყარი მოგონებებით იქნება დახუნძლული.